გათბობის ქვაბი კონდენსაციური Sime EDEA HM 40
Sime EDEA HM 40 კონდენსაციური გათბობის ქვაბია,რომელიც მისი მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე მაქსიმალურად ამცირებს ხარჯს და ზრუნავს ეკოლოგიაზე.
იტალიური ბრენდის ქვაბი,Sime EDEA HM 40 კონდენსაციური ტიპის ქვაბია,რომელიც მაქსიმალურადაა მორგებული მომხმარებლის კომფორტსა და გარემოპირობებზე.ჩვეულებრივი გათბობის ქვაბის მუშაობის პრინციპისგან განსხვავებით,კონდენსაციური ქვაბს აქვს მინიმალური დანაკარგი,ვინაიდან ის ნამწვს აბრუნებს და კიდევ ერთხელ იყენებს სისტემაში შემოსული ცივი წყლის გასათბობად.თბომცვლელის დიზაინი და ჭკვიანი ვენტილატორი საშუალებას იძლევა ჰაერის და ბუნებრივი აირის შერევა ოპტიმალური ფარდობით მოხდეს. შედეგად, აირი ბოლომდე იწვის და არ გვაქვს დანაკარგი საკვამური მილიდან გამოტყორცნილი დაუწვავი ნარჩენების სახით. ეს დაახლოებით 6%-ით ზრდის წვის ეფექტურობას.